მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
დღეს, 17 ოქტომბერს სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს
18.10.2021
1 / 1


დღეს, 17 ოქტომბერს სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს. ტრადიციის მიხედვით, მუჰამადი დაიბადა 571 წელს მექაში.

აღნიშნულ დღეს მუსლიმები დიდ სიხარულს გამოხატავენ და მადლობას უხდიან ალაჰს, რომ მოევლინა სამყაროს მუჰამადი.

ამ დროს კითხულობენ ქადაგებებს მუჰამადის ცხოვრების შესახებ და ადიდებენ მას, სახლებში ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.  

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და  მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map