მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
06.02.2020
1 / 19


6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, შეხვდა რელიგიური კონფესიებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მღვდელი, რუსიკ არუთუნიანი, თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი, რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, მარკუს შოხი, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი, გია კანდელაკი, სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი, გიორგი ჩიტაძე, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი, ჩარლზ ჰობლიცი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს გააცნო სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში.

 პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ტოლერანტობის კულტურას საქართველოში და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთიანობას, რათა წარმატებით ვუპასუხოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს.






View Larger Map