მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერ-რელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან
19.10.2021
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც საკონსულტაციო სამუშაო ფორმატში წარიმართა, თავდაცვის კოდექსის პროექტი წარადგინეს.

ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სომეხთა მართლმადიდებელი  ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებლად - იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრებმა, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სტუმრობისთვის და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის.






View Larger Map