მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ახლოლალოში მეჩეთის გახსნას რელიგიის სააგენტო დაესწრო
05.07.2024
1 / 7


დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, იმამ ჰასანის სახელობის მეჩეთი გაიხსნა.

მეჩეთის საზეიმო გახსნას დაესწრნენ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საელჩოების წარმომადგენლები.

შეიხმა ფაიგ ნაბიევმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დახმარებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის. გაიხსენა სააგენტოს პუბლიკაციის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაცია და აღნიშნა, რომ მეჩეთები სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების ცენტრშია და ეს მნიშვნელოვანია.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა ხაზი გაუსვა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო საქართველოს მუსლიმ თემს და მადლიერება გამოხატა ამის გამო

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ შეკრებილთ მეჩეთის გახსნა მიულოცა და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში არსებული ტოლერნატული გარემო ყველა რელიგიის მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს დახმარება მუსლიმი თემისადმი და მადლობა გადაუხადა როგორც მეჩეთის მშენებლობის სპონსორს, ისე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ჩართულობისთვის „ეს უკვე 297 მოქმედი მეჩეთია საქართველოში და რაც მთავარია, მომავალშიც გაგრძელდება იმის დემონსტრირება, რომ ერთობლივად, სახელმწიფოს, რელიგიური ლიდერების, მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლობით ყველაფერი კეთდება და არაერთი მეჩეთია ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში აშენებული. აახლა მრევლ მივმართავ - მუსლიმთა სამმართველო ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის გარშემოც გაერთიანებულია მუსლიმი თემის 99 პროცენტი, აქ ერთადაა თავმოყრილი სუნიტები, შიიტები, ქართველები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები, ქისტები, ინგუშები და ეს არის ის სრული სპექტრი, რასაც ქართული ისლამის ფენომენი ჰქვია. ყველაფერი კეთდება ადამიანებისთვის, ხალხისთვის, ჩვენ, სასულიერო პირებიცა და სახელმწიფო მოხელეებიც, თქვენი მსახურები ვართ.  “, განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

მეჩეთის საზეიმო გახსნას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.






View Larger Map