მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დავით ფაცაციამ, ზაზა ვაშაყმაძემ და ტარიელ პაპინაშვილმა აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს
16.08.2024
1 / 9


დღეს, 16 აგვისტოს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება - 25 ფუთა ტანსაცმელი და 500 კგ.  ბრინჯი გადაეცათ.

აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი სანდრო შეყილაძე  და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

რელიგიის სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.






View Larger Map