მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერ-რელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა
13.10.2021
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ბადრი ჩერქეზიშვილი, არქივის თანამშრომლები ივანე ჯახუა და ლევან ვარდიძე ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის,  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რელიგიის სააგენტოს თამჯდომარემ ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს გააცნო სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციტივა - საარქივო მასალებზე დაყრდნობით, გამოიცეს ნაშრომი საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული რელიგიური ორგანიზაციების წარამომადგენელი სასულიერო პირების შესახებ. სათათბიროს წევრებს მიმართეს შსს არქივის დირექტორმა ბადრი ჩერქეზიშვილმა და არქივის თანამშრომლებმა ივანე ჯახუამ და ლევან ვარდიძემ, რომელბც ისაუბრეს გამოცემის მნიშვნელობაზე.

ინტერრელიგიური სათათბიროს უკლებლივ, ყველა წევრი მოწონებით შეხვდა ახალ წამოწყებას. ზაზა ვაშაყმაძემ წინადადებით მიმართა თითოეულ მათგანს, მიაწოდონ რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა ის ახალ გამოცემაში სრულად აისახოს.