მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმები ყურბან ბაირამს ზეიმობენ
16.06.2024
1 / 1


16-19 ივნისს სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან,  მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.

            დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა.

მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი. მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის - ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.     

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს.






View Larger Map