მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტამბულის მთავარ მუფტს შეხვდა
25.02.2024
1 / 4


რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტამბულის მთავარ მუფთს შეხვდა
სტამბულის მთავარ მუფთთან, საფი არპაგუსისთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა სტამბულის მთავარ სამუფთოში შედგა.
საფი არპაგუსიმ საუბარი იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტს ანკარაში და მოხარულია, დელეგაციას სტამბულში უმასპინძლოს. სტამბულის სამუფთო ყველაზე დიდია თურქეთში, ვინაიდან ქვეყნის 85 მილიონიანი მოსახლეობიდან 20 მილიონი სტამბულში ცხოვრობს. მთავარი მუფთის თქმით, სტამბულში 4328 მეჩეთი, 300-ზე მეტი ეკლესია და 36 სინაგოგაა, რომელიც სტამბულის 46-ვე რაიონშია განფენილი. აღსანიშნავია, რომ დიანეთის გარდა, არც ერთ სამინისტროსა და ინსტიტუციას არ აქვს სოფლების დონეზე წარმომადგენლობითი წვდომა.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქართული ისლამის ფენომენზე და სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ მხარდაჭერაზე. მუფთმა ხაზი გაუსვა, რომ აღფრთოვანებულია საქართველოში ტოლერანტობის ღრმა ისტორიით და დანანებით აღნიშნა, რომ საქართველოში ნამყოფი არ არის.
მხარეებმა გამოთქვეს ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი და მზაობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბულში, ალექსანდრე ჯიშკარიანი და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურთული მხარის ორგანიზებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა აია სოფიას და სულთან აჰმედის (ლურჯი) მეჩეთის წინამძღვრებს.





View Larger Map