მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიამ მესამე სხდომა გამართა
17.07.2020
1 / 3


დღეს, 17 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის მესამე სხდომა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომისიამ  განიხილა 53 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ  დადებითი რეკომენდაცია გასცა 33 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 17 საკითხი, ხოლო  3 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.