მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მესამე ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიებს შორის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა
29.05.2024
1 / 19


დღეს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს მესამე გუნდური ჩემპიონატის მეორე დღე იყო.  

საკმაოდ რთული ორთაბრძოლების შედეგად, მესამე ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა მუსლიმთა სამმართველოს გუნდმა, მესამეზე კი სახარების რწმენის ეკლესიის გუნდი გავიდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გამარჯვებული გუნდები თასებით, მონაწილეები კი საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

ჩემპიონატში მონაწილეოდბენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და რელიგიის სააგენტოს გუნდები.

ტრადიციული ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.






View Larger Map