მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ებრაელებს ხანუქა მიულოცა
07.12.2023
1 / 4


დღეს, ქართველი ებრაელები  ხანუქას ზეიმობენ, განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წლევანდელი ხანუქა ომში მყოფი ისრაელისთვის, რომელთან ერთადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები მშვიდობისთვის ლოცულობენ.

დღესასწაულის აღსანიშნავად, თბილისის მთავარ სინაგოგაში შეიკრიბნენ ქართველი ებრაელები და მოწვეული სტუმრები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანუქას პირველი სანთელი კი  სიმბოლურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აანთო. „ჩემს ებრაელ ძმებსა და დებს გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მსურს ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო  იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მოძმე ხალხს. 7 ოქტომბერი ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენთვის... ეს ტერორისტული აქტია, რომელსაც ჩენ მტკიცედ ვგმობთ, საქართველო და ქართველი ხალხი დგას  ისრაელის და ებრაელი ხალხის გვერდით“- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა დიდ სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას.

დღესასწაულზე შეკრებილთ მიესალმნენ საქართველოს ებრაელთა კავშირის  თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი და თბილისის სინაგოგის მთავარი რაბინი რახამინ.

ხანუქას აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ევროკავშირის, ა.შ.შ.-ს, ლატვიის, ლიტვის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.






View Larger Map