მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
გილოცავთ გამარჯვებას!
27.06.2024
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეროვნული ნაკრების საოცარ გამარჯვებას. ჩვენმა ბიჭებმა ნათლად აჩვენეს, რომ ფეხბურთი ჩვენი თამაშია, რომ მონდომებასა და პროფესიონალურ მიდგომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, რომ ერთობითა და ერთმანეთის გვერდში დგომით, რწმენითა და იმედით ყველა სირთულეს გადავლახავთ. გუშინ გავიმარჯვეთ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, გავიმარჯვეთ დამაჯერებლად, ყოველგვარი შეღავათების გარეშე. წინ ახალი გამოწვევებია და გვჯერა, ჩვენი ნაკრები, რომელმაც საკუთარი კვალი ევროპის ჩემპიონატს უკვე დაატყო, კვლავაც იტყვიან სათქმელს. წინ ევროპისკენ, ღირსებით და გამარჯვებით!






View Larger Map