მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
დღეს ინტერ-რელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა
08.05.2019
1 / 4


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, სახარების რწმენის ეკლესიის და თბილისის საერთაშორიშო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები.

შეხვედრაში, ასევე, თეოლოგი მეცნიერები: თეიმურაზ ბუაძე, გიორგი გვასალია და ზაზა შათირიშვილი მონაწილეობდნენ.

ინტერ-რელიგიური სათათბიროს წევრებს, ვენაში 2018 წ. 24-25 ნოემბერს ჩატარებული „განათლება - ვისი პასუხისმგებლობაა? - ისტორიული, სამართლებრივი და  მსოფლმხედველობრივი ასპექტების“  საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე ქართველმა მეცნიერებმა გააცნეს სიმპოზიუმის მასალები და ერთხმად მიღებული დეკლარაცია. სხდომის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს კონფერენციაზე დაყენებული საკითხების აქტუალობა და მნიშვნელობა.






View Larger Map