მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს წევრების შეხვედრა ბატონ ოპასკისთან
09.06.2016
1 / 4


საქართველოში ვიზიტად მყოფი რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ვიქტორ ოპასკი 8 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდა. სტუმარმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ფუნქციასა და საქმიანობაზე. ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მასზე რუმინეთის რელიგიის სამდივნოს პოზიციითა და რეაგირებით. შეხვედრის დასასრულს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, მადლობა გადაუხადა სტუმარს და დადებითად შეაფასა რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობა რუმინეთის შესაბამის სტრუქტურასთან. 

 

 






View Larger Map