დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სათათბიროს წევრებმა მოისმინეს საქართველოს ებრაელთა კავშირისა და თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარის, მერაბ ჩანჩალაშვილის ინფორმაცია თბილისში, დიდუბის რაიონში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის (მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი) შენობაში რეფორმისტული სალოცავის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ებრაული თემის დამოკიდებულების თაობაზე.