2021 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახორციელა შემდეგი აქტივობები:
- შშმ პირთა უფლებების დასაცავად ,შშმ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით ვეტერანი შშმ პირებისათვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა 2021 წლის 9 დეკემბერს ჩაატარეს ონლაინ ტრენინგი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ.
- სააგენტოს თხოვნით, 2021 წლის 22 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სამდივნომ სააგენტოს თანამშრომლებისათვის ჩაატარა ტრენინგი შშმ პირთა უფლებების შესახებ.
- სამოქმედო გეგმის შესაბამისად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამოსცა და შშმ პირებს-საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს გადასცა: ინტერრელიგიური კალენდარი და ბიბლიის მესამე კანონიკური წიგნი-„წიგნი ლ;ევიტელთა“ ბრაილის შრიფტით.