მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
კანონმდებლობა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ


2022 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  შშმ პირთა დაცვის სამოქმედო  გეგმის მიხედვით  განახორციელა შემდეგი აქტივობები:

1.2022 წლის  18 მაისს   საქართველოს პარლამენტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა,  შშმ პირთა უფლებების შესახებ  რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით  ჩაატარეს  ტრენინგი - შშმ პირთა უფლებები.

ტრენინგს რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,  საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიისა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო კრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  1. 2022 წელს, წინა წლების მსგავსად , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განახორციელა ორი სოციალური პროექტი:

ა) ბრაილის შრიფტით გამოსცა ინტერრელიგიური კალენდარი

ბ)  საქართველოს უსინათლოთა კავშირის თხოვნით-  ბიბლიის მესამე  წიგნი ((2020 წელს გამოიცა- ძველი აღთქმის პირველი კანონიკური წიგნი „დაბადება“, 2021 წელს - „გამოსვლა“,  2022 წელს კი  „წიგნი ლევიტელთა (ლევიანნი)“). 

  1. გამოცემები „ინტერრელიგიური კალენდარი“ და ბიბლიის მესამე კანონიკური წიგნი ბრაილის შრიფტით საჩუქრად გადაეცათ უსინათლოთა კავშირსა და თბილისის 202-ე უსინათლო  ბავშვთა საჯარო სკოლას.

 







View Larger Map