რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შშმ პირთა რელიგიური უფლებების დაცვის მიზნით 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახორციელა შემდეგი აქტივობები:
- გამოსცა ბრაილის შრიფტით 2024 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი;
- გამოსცა ბრაილის შრიფტით ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი “მეორე რჯული“;
- ბრაილის შრიფტით გამოცემული ინტერ-რელიგიური კალენდარი და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი „მეორე რჯული“ საჩუქრად გადასცა საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის მხედველობადაქვეითებულთა 202-ე საშუალო სკოლას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 