მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
კანონმდებლობა
საქართველოს მთავრობის დადგენილება N117 2014 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელე


საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის

საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი

 

მუხლი 1

1. საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში.

2. ამავე დროს საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს (შემდგომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს.

3. ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე.

 

მუხლი 2

1. ამ წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა:

ა) საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აცხადებს მზადყოფნას, ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს; (22.08.2014 N507)

ბ) ადასტურებს, რომ უცნობია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სიმბოლურად;

გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით.

2. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებთან, საქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმსარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისაგან.

 

მუხლი 3 (22.08.2014 N507)

1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას.

2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელ-საც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 10 ნოემბრამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი: (4.11.2014 N 619)

ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იუ-რიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება;

ბ) შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაურება და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე.

3. რელიგიური გაერთიანება, რომელიც უარს აცხადებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, უფლებას კარგავს მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.

 

 

მუხლი 4 (22.08.2014 N507)

1. მხოლოდ, საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღ­ვ­როს ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თან­­­ხის წლიური ჯამური ოდენობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხიდან, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებაზე და/ან წარმომადგენლობით საბჭოზე ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

 

მუხლი 5 (22.08.2014 N507)

1. ამ წესით გათვალისწინებული ყოველწლიურად გადასარიცხი თანხა იყოფა და ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რელიგიურ გაერთიანებას და/ან წარმომადგენლობით საბჭოს ერიცხება პერიოდულად, ხოლო თანხის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მათთან ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. რელიგიური გაერთიანება ან/და წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც ამ წესის შესაბამისად, მი­იღებს ანაზღაურებას, ვალდებულია მიღებული თანხა მიმართოს მხოლოდ საკუთარი წესდებით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

მუხლი 6 (22.08.2014 N507)

ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ან/და წარმომადგენლობით საბჭოებთან სახელმწიფოს სახელით ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს დებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.







View Larger Map