მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
მემორანდუმი რელიგიის სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტს შორის
03.04.2015
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტ "ალმა-მატერს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ. როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რელიგიის სააგენტო სამომავლოდ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. 
"მინდა მადლობა გადავუხადო რობაქიძის უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანამშრომლობა იქნება საუკეთესო კავშირი, რათა ამ დარგით დაინტერსებული სტუდენტობა აქტიურად ჩაერთონ და გაიზარდონ პროფესიონალი კადრები", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ. 
მემორანდუმის შედეგად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტებს და პროგრამებს რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მოამზადებენ და ჩაატარებენ დაინტერესებული ჯგუფების, მათ შორის სააგენტოს თანამშრომლებისა და უნივერისტეტის სტუდენტებისთვის ერთობლივ სემინარებს და ტრენინგ-პროგრამებს, ითანამშრომლობენ რელიგიათმცოდნეობის, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიის სამართლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო თეორიული ლიტერატურის შემუშავების საქმეში, ასევე უნივერსიტეტი არსებული კანონმდებლობისა და ამ მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებს და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისათვის. მემორანდუმის მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრა.






View Larger Map