დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის, თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი ამერიკული საავადმყოფო იყო.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და კლინიკა „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის“ დირექტორმა ერჯან აიილდიზიმ.