დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა რელიგიის სააგენტოსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში ჩართულ პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციას და ამ მიზნით, რელიგიურ ორგანიზაციების გუნდებს შორის ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატების ჩატარებას, ჭადრაკის სფეროში ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში ჩართულ პირთა დამეგობრებას.
საქართველოს მეორე ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში 4-5 ივლისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.