მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
რელიგიის სააგენტომ „ჯეო ჰოსპიტალსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
19.11.2024
1 / 5


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს „ჯეო ჰოსპიტალსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი სამედიცინო კაპელანის პროექტის ფარგლებში გაფორმდა და ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის,  თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და  „ჯეო ჰოსპიტალის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ვასაძემ.






View Larger Map