მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
რელიგიის სააგენტომ ჭადრაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა
16.06.2022
1 / 8


დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციებში ჩართულ პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და ამ მიზნით, ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატების ჩატარებას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, ჭადრაკის სფეროში ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებასა და სხვა.

მემორანდუმით გთვალისწინებული საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში 16-17 ივნისს იმართება.






View Larger Map