მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
რელიგიის სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა
04.04.2017
1 / 4


დღეს, 4 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც  სხვადასხვა რელიგიური და ტრადიციული კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირებული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს.

            მხარეები უზრუნველყოფენ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, საჯარო ლექციებსა და სემინარებს  და სხვადასხვა აქტივობებს, რაც საზოგადოებაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.






View Larger Map