დღეს, 13 მაისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გააფორმა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მემორანდუმის ტექსტს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რელიგიათა აკადემიურ და მეცნიერულ შესწავლასა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო-აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი პროექტების ერთობლივ განხორციელებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციისა სააგენტოს წარმომადგენლები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 