მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
შსს-ს აკადემიასა და რელიგიის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
03.05.2015
1 / 4


შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს. განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მხარეთა მიერ სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე, სასწავლო პროექტების ფარგლებში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს. შსს-ს აკადემია, არსებული კანონმდებლობისა და აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სტუდენტთა და მსმენელთა პროფესიულ ზრდას და სააგენტოს საქმიანობაში მაღალი აკადემიური სტანდარტების 
უზრუნველყოფას; ერთობლივი სამეცნიერო და კვლევით პროექტების და პროგრამების, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების განხორციელებას საზოგადოების რელიგიური განწყობის შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

 






View Larger Map