მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია


30.05.2016
2016 წლის მესამე სხდომა - ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისია

30 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის მორიგი - მესამე სხდომა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელურ-პროტესტანტული თემის საკითხები განიხილებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მუსლიმთა თემის თოთხმეტი, იუდეველური თემის ერთი და ევანგელურ-პროტესტანტული თემის ერთი განცხადება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი განცხადება დაკმაყოფილდა, ორს უარი ეთქვა, ორი  საკითხი გადაიდო ხარვეზის დადგენის გამო.   

ვრცლად
25.02.2016
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეცხრე სხდომა

     დღეს,  25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, ეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ვრცლად
02.12.2015
ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეშვიდე სხდომა

 2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეშვიდე  სხდომა, რომელსაც მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილულ იქნა მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის საკითხები.

ვრცლად
08.10.2015
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

 8 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი და მუსლიმი  თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
31.07.2015
სააგენტოში ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

         31 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, პროტესტანტული, იუდეველი, და მუსლიმი  თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ვრცლად
23.06.2015
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა

 2015 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა.

კომისიამ  განიხილა ოთხი რელიგიური  ორგანიზაციის  - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, იუდეველ ებრაელთა თემის, მუსლიმური თემის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული  და მუსლიმთა თემის    წინადადებები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ვრცლად
26.03.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2015 წლის 26 მარტს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.

კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ქ.ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.  გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.

ვრცლად
17.12.2014
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა

 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა. კომისიამ  განიხილა ორი რელიგიური  ორგანიზაციის  - მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის    წინადადება ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.    

ვრცლად
21.10.2014
რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსურ და ქონებრივ საკითხთა შემსწავლელი კომისიის პირველი სამუშაო სხდომის შედეგები

 დღეს, 21 ოქტომბერს,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საინფორმაციო საშუალებებს გააცნო  20 ოქტომბერს რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსურ და ქონებრივ საკითხთა შემსწავლელი კომისიის პირველი  სამუშაო სხდომის შედეგები.

ვრცლად








View Larger Map