მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
გაიმართა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მესამე სხდომა
18.09.2025
1 / 4


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2025 წლის მესამე სხდომა გაიმართა.

კომისიას განსახილველად წარედგინა 29 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 26 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 24, უარი ეთქვა 2 საკითხზე. მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილ 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა, სომხური თემის  მიერ წარდგენილ 1 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.






View Larger Map