დღეს, 13 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 35 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 26 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 5 და ხარვეზი დადგინდა 4 საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუსლიმი თემის 10 საკითხი მეჩეთების გადაცემის თაობაზე, ათივე მათგანზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია.
აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.