მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
15.03.2023
1 / 4


15 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის პირველი სხდომა.

კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური თემის მიერ შემოტანილი 95 საკითხი.

კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 66 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 62, უარი ეთქვა 2 საკითხზე და დახარვეზდა 2 საკითხი. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 26 საკითხიდან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 25 საკითხზე, 1 საკითხზე ეთქვა უარი. სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 3 საკითხი დადებითად გადაწყდა.






View Larger Map