საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა.
კომისიას განსახილველად 25 საკითხი წარედგინა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის მიერ წარდგენილი 22 საკითხი დადებითად გადაწყდა. სომეხთა თემის მიერ წარდგენილი 3 საკითხი კი დახარვეზდა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.