მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მეორე სხდომა გაიმართა
29.05.2026
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მეორე სხდომა გაიმართა.

კომისიას განსახილველად წარედგინა 40 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 38 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 31, უარი ეთქვა 4 საკითხზე, 3 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა. სომხური კათოლიკური თემის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა. ასევე, დადებითად გადაწყდა მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილი 1 საკითხი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.






View Larger Map