მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მესამე სხდომა გაიმართა
03.08.2026
1 / 4


დღეს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მესამე  სხდომა გაიმართა.

კომისიას განსახილველად წარედგინა 35 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 32 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 26, უარი ეთქვა 2 საკითხზე; ხარვეზი დადგინდა 4 საკითხზე.  კათოლიკების „კამილიელების“ მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა;  სახარების რწმენის ეკლესიის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა; მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილი 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.

კომისიის სხდომას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მარვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.






View Larger Map