მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
14.06.2021
1 / 5


დღეს, 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2021 წლის მეორე სხდომა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლი მიქაელ ბოტკოველი და კომისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტი ლევან აბაშიძე დაესწრნენ.

   კომისიამ  განიხილა 48 საკითხი. აქედან 47 მართლმადიდებლური და ერთი სომხური ეკლესიის. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ  დადებითი რეკომენდაცია გასცა სომხური ეკლესიის მოთხოვნაზე. მართლმადიდებლური ეკლესიის 29 საკითხზე გაიცა დადებითი  რეკომენდაცია, არ დაკმაყოფილდა 15 საკითხი, ხოლო  3 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.






View Larger Map