დღეს, 17 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის მესამე სხდომა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომისიამ განიხილა 53 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა 33 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 17 საკითხი, ხოლო 3 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.