დღეს, 22 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მესამე სხდომა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი დაესწრო.
კომისიამ განიხილა სულ 27 საკითხი. აქედან - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 24 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 20 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 2 და ხარვეზი დადგინდა 2 საკითხზე. ასევე, განიხილეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 3 საკითხი. სამივე საკითხზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.