დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეხუთე სხდომა გაიმართა.
კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესისა და სომეხთა თემის მიერ წარდგენილი 13 საკითხი განიხილა. მართლმადიდებელი ეკლესის 10 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 9, ხოლო 1 საკითხზე კომისიამ უარი თქვა. დადებითად გადაწყდა სომეხთა თემის სამივე საკითხი.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, სოფიო დოღონაძე.