კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სააღდგომო ლიტურგია თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო მსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ მაჭარაშვილმა.
ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
ტაძარში მყოფ მრევლსა და სასულიერო პირებს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.
ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ქრისტეს აღდგომა ახალციხის რაბათის წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იზეიმეს. საზეიმო მსახურებას მღვდელი მარეკ პრჟეჩევსკი უძღვებოდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ ტაძარში შეკრებილ მრევლს აღდგომა მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.
აღდგომა იზეიმეს რუსთავში მცხოვრებმა კათოლიკეებმა. საზეიმო წირვა რუსთავის ღვთაებრივი გულმოწყალების სახელობის კათოლიკურ ტაძარში აღავლინა ტაძრის მღვდელმსახურმა, ზურაბ კაკაჩიშვილმა.
წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
