რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკე ქრისტიანებს ამაღლებას ულოცავს, კათოლიკური სამყარო დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.
სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა. ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა.