დღეს, 8 სექტემბერს, ქართველი კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავენ. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლობას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს, ყველა კათოლიკეს.