ახალციხის რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ქრისტეშობა იზეიმეს. საზეიმო მსახურებას მღვდელი მარეკ პჟეჩევსკი უძღვებოდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
