ბათუმის კათოლიკური ეკლესიის კურთხევის 25 წლისთავთან დაკავშირებით, გუშინ ბათუმში საეკლესიო კონცერტი ჩატარდა, დღეს კი წმინდა წირვა გაიმართა, რომელსაც რომის სანტა მარია მაჯორეს არქიეპისკოპოსი, კარდინალი როლანდას მაკრიკასი უძღვებოდა.
შეკრებილთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მიესალმა და სადღესასწაულო თარიღი მიულოცა სააგენტოს აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა, აბესალომ ასლანიძემ.