დღეს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია“ წარმომადგენლობა საქართველოში მადლიერების დღეს აღნიშნავს. ესაა სპეციალური დღე, როცა მორწმუნეები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. დღესასწაულს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია“ წარმომადგენლობას საქართველოში მადლიერების დღეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
