დღეს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება, ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე, როცა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელები ყოველგვარ საქმიანობას წყვეტენ და მარხულობენ.
იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა. ებრაელთა რწმენით, ამ დღეს ღმერთი, გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ, ადამიანს ჩადენილი ცოდვებისგან ათავისუფლებს. მორწმუნეები ამ დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში, თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს დღესასწაულს ულოცავს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
