29-30 სექტემბერს იუდეველები როშ-ჰაშანას - ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ - ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს, დღესასწაული თიშრეის (ებრაული კალენდრის თვე) პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება.
როშ ჰაშანას დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც თაფლში ამოვლებული ვაშლია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას დღესასწაულს ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.