ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ქ.თბილისის მერი, კახი კალაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.
ხანუქა ებრაული განახლებისა და კურთხევის დღესასწაულია, იგი მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდისა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება, დღესასწაული 8 დღის განმავლობაში (22-30 დეკემბერი) გრძელდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ მრევლსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაეთანხმა ისრაელის ელჩის შაფთაი ცურის ინიციატივას, რომლის თანახმად იერუსალიმში ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება.