საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ საკითხებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.