მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ ზაზა ვაშაყმაძე „დიდებისა და პატივის“ ორდენით დააჯილდოვა
13.06.2026
1 / 7


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ „დიდებისა და პატივის“ ორდენი გადასცა.

ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ახტიარი დიმიტრი ფირბარიმ დაჯილდოებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯილდო მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი რელიგიური მოღვაწეობის, თეოლოგიური განათლების, სამეცნიერო-კვლევითი, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო თუ ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის სფეროში. ორდენით ფასდება ცალკეული პირებისა  თუ ორგანიზაციების წვლილი ეზიდთა სასულიერო და კულტურული ცხოვრების აღორძინებაში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეზიდი თემის წარმომადგენლებს  და იმედი გამოთქვა, რომ რელიგიის სააგენტოსა და ეზიდ თემს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება.






View Larger Map