ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს, წინასწარმეტყველ მუჰამედის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს, როდესაც მუჰამედი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის, სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მირაჯის ღამეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ.